ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობის შეფასება საქართველოში

მიმოხილვა

UNDP Georgia displaced
იძულებით გადაადგილებული ოჯახი. ოქტომბერი 2009. ფოტო: ანტონიო დი ვიკო/UNDP

პროექტის მიზანია ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობის ანალიზი საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იძულებით გადადგილებული პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას. ანალიზის მიზანია, გამოავლინოს, თუ რა უშლის ხელს საქართველოში ჰუმანურ განვითარებას და შეიმუშაოს პრობლემის აღმოფხვრის გზები.

რას ვაკეთებთ

ფართომასშტაბიანი კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა. მათთან ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და შეხვედრების შედეგად, შესაძლებელი გახდა სოციალური მოწყვლადობის ტენდენციების ანალიზი.

 

შედეგები



ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობის კვლევა ჩატარდა 2012 წელს, ხოლო მისი დასკვნითი ანგარიში გამოქვეყნდა 2013 წლის მარტში.

კვლევისთვის შეირჩა 4 ათასი შინამეურნეობა საქართველოს მასშტაბით. სამიზნე ჯგუფებში შედიან ეკონომიკურად დაუცველნი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა.

კვლევაში მიმოხილულია მოწყვლადობის ყველაზე გავრცელებული  მიზეზები, ხოლო სოციალურად დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა შედარებულია საქართველოში არსებულ საშუალო მონაცემებთან. 

კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მოწყვლადია ამა თუ იმ კრიტერიუმით, რაც ამ პრობლემის აღმოფხვრისათვის აუცილებელი ზომების გატარებას მოითხოვს.

ანგარიში მომზადებულია ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების მიერ. სტატისტიკური მონაცემები მიღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან.

ვინ აფინანსებს

UNDP US$ 200,000

დახარჯული თანხა

2012 US$ 85,520.15
2011 US$ 67,020
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
თებერვალი 2011
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2012
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
პროექტის დოკუმენტი
  • სოციალური მოწყვლადობის შეფასება საქართველოში English
საკონტაქტო ინფორმაცია

ნათია ნაცვლიშვილი

დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org

+995 32 2251126 ext.227

ერისთავის ქუჩა 9

თბილისი 0179 საქართველო