საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში

მიმოხილვა

  საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში: ღიაობის ვალდებულება - პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები. 2015წ. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტს უფრო ეფექტურად წარმოადგინოს მოქალაქეთა ნება, გაამარტივოს კანონშემოქმედებითი პროცესი და გააძლიეროს კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. წინამდებარე პროექტი ხელს უწყობს პარლამენტის თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან და მხარს უჭერს საზოგადოებრივ დიალოგს ევროპულ ინტეგრაციაზე.

რას ვაკეთებთ

ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNDP და ევროკავშირი ხელს უწყობენ საპარლამენტო საქმიანობის შემდეგ საკითხებს:

  • პარლამენტში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება.
  • პარლამენტის როლის გაზრდა ევროინტეგრაციის პროცესში.
  • ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა და საზოგადოებასთან ურთიერთკავშირის გაძლიერება.
  • მაღალი რანგის საერთაშორისო მრჩევლების მოწვევა.
  • კომიტეტებისა და ფრაქციების ტექნიკური უზრუნველყოფა.

შედეგები ამ დროისთვის



  • ინსტიტუციური რეფორმის გეგმის დამტკიცება.
  • საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობა ინიციატივაში ღია მმართველობა და პარლამენტის ღიაობის სამნოქმედო გეგმის მიღება. 
  • კომიტეტების სტრატეგიული სამოქმედო გეგმების მომზადება.
  • საქართველოს მთავრობასა და სხვა პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.
  • ევროინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიები წარმართვა. 

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი EUR 3,000,000.00 
საქართველოს პარლამენტი
EUR    330,000.00 

დახარჯული თანხა

2014 US$ 997,926.70