მედია მონიტორინგი

მიმოხილვა

UNDP Georgia media
სატელევიზიო საშუალებების მონიტორინგის პროცესი. ივლისი 2013. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევა მედიის დამოუკიდებლობა და ობიექტურობაა.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ მომზადებული ანგარიშების თანახმად, 2007 წლიდან საქართველოში მედიის თავისუფლებისა  და პროფესიონალიზმის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა, რაც უკავშირება ამ წელს რამდენიმე დამოუკიდებელი მედია-საშუალების დახურვას. საქართველოს მთავრობა აღიარებს მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების აუცილებლობას.  

ტელე და რადიო სადგურების, ბეჭდური და სოციალური მედიის მონიტორინგი ნათლად აჩვენებს საქართველოში მედიის განვითარების, გაუმჯობესებული გაშუქების დონეს. ეს პროცესი ერთგვარად წამახალისებელი ინსტუმენტიც არის, რომ საინფორმაციო საშუალებებმა მოამზადონ და გადასცენ დაბალანსებული ინფორმაცია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა აითვისონ მედია-მაკონტროლებლის ფუნქცია.

რას ვაკეთებთ

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში მედია მონიტორინგის პროცესს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგი მიზნად ისახავს მედიაში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებასა და მედია მრავალფეროვნების განვითარებას.

შედეგები ამ დროისთვის



2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრმა შეაფასა ახალი ამბების გამოშვებები და სატელევიზიო პოლიტიკური დებატები შემდეგი კრიტერიუმებით: ობიექტურობა, შინაარსობრივი ტენდენციები და ბალანსი. 6-მა სატელევიზიო პროგრამამ საეთერო დრო მიუძღვნა არჩევნების პერიოდის, წინა და შემდგომი განვითარების შედეგების განხილვას.

British Broadcasting Corporation (BBC) World Service Trust-მა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების პროდუსერებს სარედაქციო საქმიანობის უნარების ტრეინინგი ჩაუტარა. ასევე, ერთობლივად მომზადდა სატელევიზიო გადაცემების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავდა მაყურებლის ინტერესის გაღვიძებას პოლიტიკური პროცესების მიმართ.

სლოვაკურმა მედია მონიტორინგის ორგანიზაციამ „ მემო 98“ ტრეინინგი ჩაუტარა 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც აკვირდებოდნენ ეკონომიკური და სოციალური საკითხების გაშუქებას ქართულ სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაში.

სააგენტო ”ფრანს პრესმა” და სარაევოს მედია ცენტრმა, ასევე, ჩაატარა პროფესიული ტრეინინგი 20-მდე რეგიონული მედიის საინფორმაციო საშულებების ჟურნალისტისთვის, ასევე, პროდუსერებისთვის, რედაქტორებისა და ოპერატორებისათვის.

ოთხმა  არასამთავრობო ორგანიზაციამ- კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრმა, ინტერნიუს-საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გააგრძელა მონიტორინგი 2011-სა და 2012 წლებში. ამჯერად, ორგანიზაციები ქართულ მედიაში სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქებას იკვლევდნენ.

სწორედ ეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა მედიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. ძირითადი აღმოჩენები და ტენდენციები განიხილებოდა ყოველკვირეულ სატელევიზიო პროგრამაში „მედია მონიტორი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველ არხზე. შედეგები, ასევე, გამოქვეყნდა სოციალური ქსელის მეშვეობით: www.facebook.com/mediamonitor.ge,  ვრცელი ანგარიში კი ვებ-გვერდზე: www.mediamonitor.ge. 2013 წლის მაისში, მონიტორინგის ჯგუფმა თავისი საქმიანობა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში განაგრძო.

2014 წელს კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრი, ინტერნიუს-საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას დააკვირდნენ.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
ევროკავშირი
US$ 523,270.23
UNDP US$ 183,306.97
GPB US$  38,665.29

დახარჯული თანხა

 2012
 
ევროკავშირი US$ 120,499.35
UNDP US$ 150,457.23
GPB US$ 40,683.95
2013  
ევროკავშირი US$ 279,372.13
UNDP US$   21,316.33
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
აპრილი 2010
დასრულების თარიღი:
აგვისტო 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
სლოვაკური ორგანიზაცია "მემო'98"; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ინტერნიუს საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
პროექტის ვებ-საიტი
mediamonitor.ge
საკონტაქტო ინფორმაცია

ელენე ალადაშვილი

პროექტის მენეჯერი

elene.aladashvili@undp.org

+995 32 2204566

აბაშიძის ქუჩა 28

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიგი ბრეგაძე

დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი

gigi.bregadze@undp.org