2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა

მიმოხილვა

სატელევიზიო გადაცემების მონიტორინგი. ფოტოს ავტორი: მარიამ ჯანაშია/UNDP
სატელევიზიო გადაცემების მონიტორინგი. ფოტოს ავტორი: მარიამ ჯანაშია/UNDP

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ინიციატივის მიზანია საქართველოს მედია სივრცის განვითარება და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის გაზრდა, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ინიცირებული მედიამონიტორინგი ხორციელდება 2010 წლიდან. 

რას ვაკეთებთ

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მედიამონიტორინგს განახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება ორმოცზე მეტი ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალება.

მედიამონიტორინგი ჩატარდება 2016 წლის მაისიდან ნოემბრამდე. მონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებ გვერდზე: www.MediaMonitor.ge.

2010-2014 წლებში განხორციელებული პროექტების შედეგები



მედიამონიტორინგი

  • საარჩევნო პროცესის გაშუქების მონიტორინგი 2010-2014 წლების არჩევნებზე: 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 
  • სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქების მონიტორინგი 2011-2012 წლებში.
  • ინტერნეტ რესურსებისა და სატელევიზიო გადაცემების ხელშეწყობა მედია მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივი დისკუსიის მხარდაჭერის მიზნით. 

მედიის განვითარება და ტრენინგი

  • პროფესიული ტრენინგი მედია მონიტორინგის საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის . ტრენერი: წამყვანი სლოვაკურმა ორგანიზაცია Memo'98.
  • პროფესიული ტრენინგი ოცი რეგიონული მაუწყებლების ჟურნალისტებისათვის არჩევნების გაშუქებისა და მედიის საერთაშორისო სტანდარტების საკითხებში. ტრენერები: Agence France-Presse (AFP) და სარაევოს მედია ცენტრი

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი
US$ 
სრული ბიუჯეტი US$

დახარჯული თანხა

2016
 
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
მაისი 2016
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2016
გეოგრაფიული არეალი:
საქართველო
პარტნიორები:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
ბიუჯეტი:
US$
დონორი:
ევროკავშირი
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
thumbnail

  

პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტის მენეჯერი
ვარლამ ჭკუასელი
varlam.tchkuaseli@undp.org

საკონტაქტო პირი UNDP-ში
გიგი ბრეგაძე
დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org