ბაგრატშენი-სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტის მართვა

მიმოხილვა

 ქართველი მესაზღვრე ბაგრატშენი-სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

წინამდებარე პროექტი განხორციელდა 2013-2015 წლებში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. ინიციატივის მიზანი იყო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვა საქართველოში.

პროექტი განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

რას ვაკეთებთ

პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და სომხეთის საზღვრის მართვის უწყებებს შორის, უსაფრთხოების გაძლიერებას ბაგრატშენი-სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, კონტრაბანდისა  და ტრეფიკინგის შემცირებას, ადამიანების და ტვირთების გადაადგილების გაადვილებასა და მებაჟეებისა და მესაზღვრეების პროფესიონალიზმის გაზრდას. 

შედეგები



 სატვირთო მანქანების სკანერი ბაგრატშენი-სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP
  • საქართველომ შეიმუშავა და მიიღო საზღვრის მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიული და საკანონმდებლო დოკუმენტები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზღვრის ერთიანი მართვის რეფორმის გატარებაში.
  • დამტკიცდა საქართველოს საზღვრის მართვის 2014-2018 წლების სტრატეგია.
  • გაღრმავდა თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთის საზღვრის მართვის უწყებებს შორის.
  • უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტი.
  • 1000-ზე მეტმა მესაზღვრემ მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროგრამებში საზღვრის ერთიანი მართვის საკითხებზე. 

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი US$ 1,929,416
საქართველოს მთავრობა
US$    385,054

დახარჯული თანხა

2014 US$ 391 273.96
2013 US$  15,682.19