გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში

მიმოხილვა

UNDP Georgia women gender
ახალგაზრდა ლიდერების ტრენინგი სამეგრელოში.ივლისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს საქართველოში ქალების გაძლიერებას და მათთვის  თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. გაეროს ერთობლივი პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით და სამი მიმართულებით მუშაობს:

  • ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდა;
  • ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურების გაუმჯობესება.

რას ვაკეთებთ

ამ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას. პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, პოლიტიკური გააქტიურება და ჩართულობა საკანონმდებლო დონეზე.

შედეგები ამ დროისთვის



  • 2012 წლის მაისში, საქართველოს მთავრობამ მოამზადა მეოთხე და მეხუთე პერიოდული ანგარიში გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით;
  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, UNDP-მ მოამზადა ევროპარლამენტის წევრთა ვიზიტი. მათ წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განიხილეს ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გამოწვევები; 
  • 2013 წელს, UNDP-მ ხელი შეუწყო ქალი მრჩევლებისგან დაკომპლექტებული ფონდის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა როლის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. რეგულარულად ტარდება რეგიონული შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ არჩეული ქალი თანამდებობის პირები;
  • მიღებულ იქნა გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2014-2016 წლებისათვის;
  • რამდენიმე მუნიციპალიტეტმა შეიტანეს გენდერული პრინციპები 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში;
  • დაიწყო საინფორმაციო კამპანია „შეიცვალე შენი აზრი“. ერთი თვის განმავლობაში, კამპანიის ოფიციალურმა Facebook გვერდმა დააგროვა 30 000 მოწონება და აქტიური გამოხმაურება;
  • ნებაყოფლობითი გენდერული კვოტა გაიზარდა 20 პროცენტიდან 30-მდე. პარტიები, რომლებიც ამ კვოტით დააკომპლექტებენ საარჩევნო სიას, ბიუჯეტიდან დამატებით 10-30 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ;
  • კაჭრეთისა და ფოთის პროფესიულმა სასწავლებლებმა და ზუგდიდის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გადაამზადეს 350 ქალი;
  • 2013 წელს ქალ ფერმერთა ასოციაცია დაფუძნდა კახეთში. ერთ წელიწადში ორგანიზაციაში გაწევრიანდა 121 ქალი;
  • კახეთსა და სამეგრელოში შეირჩა 179 ქალი და 26 თემი. მათ დაეკისრათ საკუთარი პრობლემების გაზიარება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. 250 შეთავაზებული საპროექტო წინადადებიდან, 51-ი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა 2014 წლის ბიუჯეტში.

ვინ აფინანსებს

გაეროს ერთობლივ პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida). პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 5 მილიონი აშშ დოლარი. აქედან UNDP-ის კომპონენტის ღირებულება შეადგენს 2 მილიონ აშშ დოლარს.

დახარჯული თანხა

2013 US$ 1,268,344.75
2012 US$    207,230
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
ოქტომბერი 2012
დასრულების თარიღი:
ოქტომბერი 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან მახარაშვილი

UNDP-ის კომპონენტის მენეჯერი

ketevan.makharashvili@undp.org

+995 32 2306137

აბაშიძის ქუჩა 4

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი

დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org