გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში

მიმოხილვა

UNDP Georgia women gender
სოფლად მცხოვრები ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა. ოქტომბერი 2014. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს საქართველოში ქალთა გაძლიერებასა და მათთვის  თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. გაეროს ერთობლივი პროგრამა ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და სამი მიმართულებით მუშაობს:

  • ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდა;
  • ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურების გაუმჯობესება.

რას ვაკეთებთ

ამ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის ზრდას.

გაეროს განვითარების პროგრამის 2013 წლის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ წლების განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობის 88% მიიჩნევს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% ფიქრობს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახში.

ჩვენი მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, პოლიტიკური გააქტიურება და ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო დონეზე.

შედეგები ამ დროისთვის



  • პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 2008-2012 წლებში გაიზარდა 6-დან 11 პროცენტამდე. ნებაყოფლობითი გენდერული კვოტა გაიზარდა 20 პროცენტიდან 30-მდე. პარტიები, რომლებიც ამ კვოტით დააკომპლექტებენ საარჩევნო სიას, ბიუჯეტიდან დამატებით 10-30 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ;
  • 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ საკრებულოებში გაიზარდა 11-დან 11.8 პროცენტამდე. შეიქმნა ქალი მრჩევლებისგან დაკომპლექტებული ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა როლის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.რამდენიმე მუნიციპალიტეტმა შეიტანა გენდერული პრინციპები 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში;
  • მიღებულ იქნა გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2014-2016 წლებისათვის;
  • 2013-2014 წლებში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია „შეიცვალე შენი აზრი“. ერთი თვის განმავლობაში, კამპანიის ოფიციალურმა Facebook გვერდმა დააგროვა 30 000 მოწონება და აქტიური გამოხმაურება;
  • კაჭრეთისა და ფოთის პროფესიულმა სასწავლებლებმა და ზუგდიდის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გადაამზადეს 350 ქალი; 2013 წელს დაფუძნდა ქალ ფერმერთა ასოციაცია კახეთში. ერთ წელიწადში ორგანიზაციაში გაწევრიანდა 121 ქალი;
  • კახეთისა და სამეგრელოს 26 თემის 179 ქალმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი საპროექტო წინადადებები გააცნეს. მათგან 51 ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გაითვალისწინეს 2014 წლის ბიუჯეტში. 

ვინ აფინანსებს

გაეროს ერთობლივ პროგრამას აფინანსებს შვედეთის მთავრობა. პროექტის სრული ბიუჯეტია 5 მილიონი აშშ დოლარი. აქედან UNDP-ის კომპონენტის ღირებულება შეადგენს 2 მილიონ აშშ დოლარს.

დახარჯული თანხა

2012 US$    207, 230
2013 US$ 1,268, 344
2014 US$    654,884.25
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
ოქტომბერი 2012
დასრულების თარიღი:
აპრილი 2015
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია
thumbnail

პროექტს აფინანსებს შვედეთის მთავრობა

პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან მახარაშვილი, UNDP-ის კომპონენტის მენეჯერი

ketevan.makharashvili@undp.org

+995 32 2306137

აბაშიძის ქუჩა 4, თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი

პროგრამების ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org

© 2012 United Nations Development Programme Turn high contrast mode on