ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო პუნქტის მართვა

მიმოხილვა

UNDP Georgia borders
შსს-ს სასაზღვრო დანაყოფებს ახალი მანქანები გადაეცა. დეკემბერი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივა მხარს უჭერს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს გაუმჯობესდეს ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო გამშვებ პუნქტის მართვა და შემცირდეს დაბრკოლებები ვაჭრობისათვის, ტრანზიტისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისთვის.

საზღვრის ინტეგრირებული მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც ღია და ამავდროულად, უსაფრთხო საზღვრის პრინციპს ეფუძნება. ამ მიზნის მიღწევისათვის, აუცილებელია ადგილობრივი სააგენტოების გაძლიერება და განვითარება.

რას ვაკეთებთ

ინიციატივა ეფუძნება სამხრეთ კავკასიის საზღვრის ინტეგრირებული მართვის წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დაინერგა.

ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობებს დავეხმაროთ უსაფრთხოების გაძლიერებაში, კონტრაბანდისა  და ტრეფიკინგის შემცირებაში, ადამიანების საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადაადგილების გაადვილებაში.

შედეგები



  • საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივმა სააგენტოებმა  დანერგეს საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრუქტურები და წესები;
  • საქართველომ და სომხეთმა შეათანხმეს ორმხრივი გამარტივებული პროცედურები 
  • პროფესიული უნარ-ჩვევების ტრენინგი ისეთ სფეროებში, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, რისკის შეფასება და პირადი მონაცემების შეგროვება, ლტოლვილთა შესახებ კანონმდებლობა და თავშესაფარის მომთხოვნ პირთა უფლებები, კონტრაბანდული საქონლის იდენტიფიკაცია და სხვა მრავალი.

 

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი
 US$ 291,451

დახარჯული თანხა

2013 US$ 260,167.80
2012
 US$  31,930   
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
ნოემბერი 2012
დასრულების თარიღი:
ოქტომბერი 2013
გეოგრაფიული არეალი:
საქართველო, სომხეთი
პარტნიორები:
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ავსტრია; სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საბაჟო მომსახურება, ლატვია
thumbnail

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. 

პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი

პროგრამების ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org