ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო პუნქტის მართვა

მიმოხილვა

UNDP Georgia borders
შსს-ს სასაზღვრო დანაყოფებს ახალი მანქანები გადაეცა. დეკემბერი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივა მხარს უჭერს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს, შემცირდეს ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული დაბრკოლებები ვაჭრობისათვის, ტრანზიტისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილებისთვის. საზღვრის ინტეგრირებული მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც ღია, მაგრამ, ასევე, უსაფრთხო საზღვრის პრინციპს ეფუძნება. ამ მიზნის მიღწევისათვის, აუცილებელია ადგილობრივი სააგენტოების გაძლიერება და განვითარება.  

რას ვაკეთებთ

ეს ინიციატივა ეფუძნება სამხრეთ კავკასიის საზღვრის ინტეგრირებული მართვის წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დაინერგა.

ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობებს დავეხმაროთ უსაფრთხოების გაძლიერებაში, კონტრაბანდისა  და ტრეფიკინგის შემცირებაში, ადამიანების საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადაადგილების გაადვილებაში.

შედეგები ამ დროისთვის



  • საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივმა სააგენტოებმა  გააღრმავეს საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრუქტურები და წესები;
  • სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ. საქართველომ და სომხეთმა შეათანხმეს ორმხრივი გამარტივებული პროცედურები. განვითარდა სააგენტოშორისი სტანდარტებისათვის აუცილებელი პროცედურები;
  • პროფესიული უნარ-ჩვევების ტრენინგმა ხელი შეუწყო საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო სააგენტოების წარმომადგენლების პროფესიონალიზმის გაზრდას ისეთ სფეროებში, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, რისკის შეფასება და პირადი მონაცემების შეგროვება, ლტოლვილთა კანონი და თავშესაფარის მომთხოვნი პირების უფლებები, საერთაშორისო საკუთრების კანონმდებლობა, კონტრაბანდული საქონლის იდენტიფიკაცია და სხვა მრავალი;
  • გაიზარდა საზოგადოების ნდობა სასაზღვრო სააგენტოების მუშაობის მიმართ. თავის მხრივ, სააგენტოებმა გააუმჯობესეს საკუთარი მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია ანგარიშვალდებულებაზე, გამჭვირვალეობასა და პროფესიულ პატიოსნებაზე.

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი
 US$ 291,451

დახარჯული თანხა

2012
 US$ 31,930   
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
ნოემბერი 2012
დასრულების თარიღი:
ოქტომბერი 2013
გეოგრაფიული არეალი:
საქართველო, სომხეთი
პარტნიორები:
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, ავსტრია; სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საბაჟო მომსახურება, ლატვია
პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო ინფორმაცია

ნიკოლოზ სამხარაძე

პროექტის მენეჯერი

Nikoloz.samkharadze@undp.org

აბაშიძის ქუჩა 71

+995 32 2204102

თბილისი საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი

დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org