საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა

მიმოხილვა

UNDP  Georgia elections
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველოში, საარჩევნო პროცესი ხშირად კამათის საგანია. 1990 წლიდან მოყოლებული, საარჩევნო პროცესისადმი დიდია უნდობლობის ხარისხი. ბრალდებები, ძირითადად, ეხება ამომრჩევლის გაყალბებულ სიებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ხმის მიცემის პროცესში აღმოჩენილ დარღვევებს და ამომრჩეველთა დაშინების ფაქტებს. არჩევნების გაყალბება 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ- ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. მას შემდეგ, გადადგმული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ნდობა  საარჩევნო პროცესისადმი აღდგენილიყო. თუმცა მოუგვარებელ პრობლემებად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დაუბალანსებელი გაშუქება. (წყარო: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) 
 

რას ვაკეთებთ

ევროკავშირთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა 2003 წლიდან ხელს უწყობს საარჩევნო პროცესს საქართველოში. ჩვენი მიზანია ეროვნული, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სამოქალაქო აქტივობის გაზრდა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილესთან - საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან, ამომრჩევლებთან და მედიასთან.

UNDP-ის მიერ განხორციელებული პროგრამები საარჩევნო პროცესის ყველა ძირითად კომპონენტს მოიცავს. კერძოდ:

  • კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრაცია;
  • საარჩევნო კანონმდებლობა;
  • ინფორმირებული ამომრჩეველი.

შედეგები ამ დროისთვის



საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნიკური დახმარება, კონსულტაცია და პროფესიული ტრენინგი ბოლო დროის ყველა საკვანძო არჩევნების წინ მიიღო: 2004, 2008 და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები; 2004, 2008 და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები; შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის მაისში; 2004 და 2012 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; 2006 და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

პროფესიული მომზადება არჩევნების ადმინისტრირებასა და პროცედურებში გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციის 50 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, მოადგილებმა და მდივნებმა. ტრენინგი ჩატარდა მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ჩატარდა ეროვნული საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამომრჩევლების უკეთ გათვითცნობიერებას ისახავდა მიზნად. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, შემუშავდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის რეფორმა.

UNDP ხელს უწყობდა ამ ყოვლისმომცველ პროცესს ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად.

2003 წელს, საარჩევნო პროცესის მხარდაჭერის მიზნით ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ელჩების სამუშაო ჯგუფში გაწევრიანდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ხოლო ტექნიკურ სამუშაო ჯგუფში- ის ორგანიზაციები, რომლებიც ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას უწევენ საარჩევნო პროცესს.

მედიის განვითარების წამყვანმა სააგენტოებმა Reuters Foundation და Transition Online ჩაატარეს პროფესიული  ტრეინინგი არჩევნების გაშუქების საკითხებში საქართველოს მედიის ასზე მეტი წარმომადგენელისათვის. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, ყველა საარჩევნო სუბიექტმა, ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და მედიამ ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპების დასაცავად.

2012 წლის საპარლამენტო არჩვევნების პერიოდში, საარჩვენო კომისიის წევრებს ჩაუტარდათ სასწავლო კურსი არჩევნების ადმინისტრირებისა და პროცედურების საკითხებში. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის თანახმად, 2012 წლის არჩევნებს საარჩვენო ადმინისტრაცია  შეხვდა მომზადებული და გაუძღვა პროფესიულად.  

2012 წელს, პროექტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო პროცესში იქნებოდა ეს კოორდინაცია თუ ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი Euro 1,110,000
ევროკავშირი
Euro 1,000,000
UNDP Euro 110,000

დახარჯული თანხა

  2012
UNDP US$   62,992.00
ევროკავშირი US$ 510,581.60
  2013
UNDP US$ 79, 620.01
ევროკავშირი US$ 599,939.94
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
მაისი 2012
დასრულების თარიღი:
მაისი 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
პროექტის დოკუმენტი
  • ევროკავშირის დახმარების შეთანხმება English
საკონტაქტო ინფორმაცია

თეონა გამცემლიძე

პროექტის მენეჯერი

Teona.gamtsemlidze@undp.org

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

აღმაშენებლის ხეივნის მე- 13 კმ.

თბილისი 0131 საქართველო

 

 

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიგი ბრეგაძე

დემოკრატიული მმართველობის გუნდის ანალიტიკოსი

gigi.bregadze@undp.org