საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა

მიმოხილვა

UNDP  Georgia elections2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

წინამდებარე პროექტმა დაასრულა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ათწლიანი დახმარება, რომლის მიზანი იყო საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა საქართველოში, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმისა და ქმედითუნარიანობის გაზრდა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის განვითარება.

დამატებითი ინფორმაცია

2003-2013 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ საარჩევნო პროცესის სრულყოფისა და ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების მიმართულებით. 

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებმა დაიმსახურეს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მაღალი შეფასება და შექმნეს ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებაში მშვიდობიანი გზით მოსვლის პრეცედენტი. ამის შედეგად საქართველომ მიიღო საარჩევნო დემოკრატიის სტატუსი (2013 Freedom House Survey).

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარების წვლილი აღნიშნული იყო ყველა საერთაშორისო ანგარიშში საქართველოში არჩევნების ჩატარების შესახებ (OSCE/ODIHR).   

შედეგები



 სასწავლო პროგრამა მათთვის, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში. 2013. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ტექნიკური დახმარება და კონსულტაცია და გაიარა პროფესიული ტრენინგი ბოლო დროის ყველა საკვანძო არჩევნების წინ: 2004, 2008 და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები; 2004, 2008 და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები; შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის მაისში; 2004 და 2012 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; 2006 და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

პროფესიული გადამზადება არჩევნების ადმინისტრირებასა და პროცედურებში გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციის 50 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა- საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და მდივნებმა.ტრენინგები ჩატარდა მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიით- BRIDGE.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ამომრჩევლების საარჩევნო საკითხებში უკეთ გათვითცნობიერებას ისახავდა მიზნად. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, შემუშავდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის რეფორმა.

UNDP ხელს უწყობდა ამ პროცესს ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად.

2003 წელს, საარჩევნო პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი. ელჩების სამუშაო ჯგუფში გაწევრიანდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ხოლო ტექნიკურ სამუშაო ჯგუფში შევიდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას უწევენ საარჩევნო პროცესს.

წამყვანმა ორგანიზაციებმა მედიის განვითარების სფეროში - Reuters Foundation და Transition Online ჩაატარეს პროფესიული  ტრენინგი არჩევნების გაშუქების საკითხებში საქართველოს მედიის ასზე მეტი წარმომადგენლისათვის.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ყველა საარჩევნო სუბიექტმა, ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და მედიამ ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპების დასაცავად.

2012 წლის საპარლამენტო არჩვევნების პერიოდში საარჩევნო კომისიის წევრებმა გაიარეს სასწავლო კურსი არჩევნების ადმინისტრირებისა და პროცედურების საკითხებში. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა 2012 საპარლამენტო არჩევნები. მათი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიულად გაუძღვა ამ მნიშვნელოვან პროცესს, ხოლო Freedom House-ის 2013 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ დაიმკვიდრა არჩევითი დემოკრატიის სტატუსი.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველების კონგრესის დასკვნის მიხედვით, რამდენიმე შემთხვევისა და ცალკეული დარღვევების მიუხედავად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში. ასევე, გაუმჯობესდა არჩევნების ჩატარების ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარე, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი და საინფორმაციო საშუალებებთან პოლიტიკური სუბიექტების წვდომა, ამომრჩეველი იყო უფრო ღია და მასზე არ ხორციელდებოდა ზეწოლა. (წყარო: თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება, 15 ივნისი 2014)

პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალი საარჩევნო კოდექსი, მედიისა და ადგილობრივი დამკვირვებლების გაზრდილი პროფესიონალიზმი, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ინფორმირებული ამომრჩეველი წარმოადგენდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობას. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაეროს განვითარების პროგრამის 10-წლიანმა საქმიანობამ საარჩევნო სისტემების დახვეწის კუთხით.(ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი).

სრული ბიუჯეტი Euro 1,110,000
ევროკავშირი
Euro 1,000,000
UNDP Euro 110,000

დახარჯული თანხა

  2012
UNDP US$   62,992.00
ევროკავშირი US$ 510,581.60
  2013
UNDP US$ 79,620.01
ევროკავშირი US$ 599,939.94
  2014
UNDP US$       836.06
ევროკავშირი US$  184,281.81