ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამა

მიმოხილვა

UNDP Georgia IDP
სამეგრელოს რეგიონის მკვიდრი. მაისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

პროგრამის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხელი შეუწყოს  მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციას.1992 წლიდან საქართველოში 220 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი აღირიცხება, რაც სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისით არის განპირობებული. იძულებით გადაადგილებული პირთა ახალი ტალღა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოიშვა.

რას ვაკეთებთ

სამეგრელოს რეგიონში დაახლოებით 80 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი პირობები კვლავაც მძიმეა, ხოლო სოციალური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა - დაბალი.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების გადასვლას რეაბილიტაციიდან განვითარების ეტაპზე. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსახლეობის შესაძლებლობებისა და უნარების ზრდასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას.

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას რეგიონში, რაც  ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების წინაპირობაა.

შედეგები ამ დროისთვის



UNDP Georgia youth
ახალგაზრდული ფესტივალი ზუგდიდში. მაისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP
  • გაეროს განვითარების პროგრამამ დაეხმარა ფოთისა და ზუგდიდის პროფესიულ კოლეჯებს, რათა მათ შემოეღოთ საგანმანათლებლო პროგრამები მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. კოლეჯების 1500 სტუდენტიდან ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია;
  • გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერამ ზუგდიდსა და ფოთში განაპირობა ბიზნეს სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრების გახსნა. 500-მდე ადამიანმა გაიარა შესაბამისი ტრეინინგი და მიიღო კონსულტაცია შემდეგ დისციპლინებში: მენეჯმენტი, მარკეტინგი, გადასახადები, ბუღალტერია და იურიდიული საკითხები. 20-მა მათგანმა უკვე წამოიწყო საკუთარი ბიზნესი მიკრო-საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული სესხის მეშვეობით;
  • გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების რიცხვში ასევე შედის წყლის მომარაგების სისტემის შეკეთება, საბავშვო ბაღებისა და სპორტული ცენტრების რეაბილიტაცია ხობში, სენაკში, წალენჯიხასა და ფოთში;
  • გაეროს განვითარების პროგრამის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა მოიცავს სასწავლო პროგრამებს ფერმერებისათვის (კონსულტაცია და სატელევიზიო გადაცემა „ფერმერის დღიური“ რომელიც 5 ადგილობრივ ტელეარხზე გადის). მხარდაჭერა, ასევე, ითვალისწინებს მავნე პარაზიტების, მაგალითად ე.წ. თეთრი პეპლის მიერ მიყენებული დაზიანებების აღმოფხვრას;
  • სამოქალაქო განათლების სფეროში, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს რადიო გადაცემების სერიასა და ცხელ ხაზს „ საუბრები ჩვენს უფლებებზე.“ ეს პროგრამები მნიშვნელოვანი წყაროა იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ადამიანის უფლებების და იურიდიული დახმარების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.

2010 წლიდან მოყოლებული გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით სამეგრელოს რეგიონში 80 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
US$ 3,683,525.5
ნორვეგიის მთავრობა
US$ 3,223,572.62
UNDP US$    300,000.00
ფოთის მერია
US$      38,739.39
ხობის მუნიციპალიტეტი
US$      40,445.80
სენაკის მუნიციპალიტეტი
US$      46,177.93
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
US$      34,589.75

დახარჯული თანხა

2013 US$    570,181.38
2012 US$ 1,217,277.03
2011 US$ 1,482,120.22
2010
US$   375,941.05
2009
US$     38,005.82
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
დასრულებული
დაწყების თარიღი:
ნოემბერი 2009
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2013
გეოგრაფიული არეალი:
სამეგრელო
პროექტის დოკუმენტი
  • ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამა English
საკონტაქტო ინფორმაცია

ფლორიან დელონეი

პროექტის მენეჯერი

florian.delaunay@undp.org

+995 415 255556

+995 415 223375

რუსთაველის ქუჩა 191

ზუგდიდი საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი

პროგრამების ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org