ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)

მიმოხილვა


თეატრალური წარმოდგენა სოხუმის ახალგაზრდობის ცენტრში. ფოტო: UNDP

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. COBERM-ი მხარს უჭერს სწრაფად განხორციელებად და კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.

რას ვაკეთებთ

COBERM-ი უპირატესობას ანიჭებს იმ იდეებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის პირდაპირი კონტაქტების აღდგენასა და გაძლიერებას, და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. COBERM-ის პრიორიტეტებია:

  • ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბება.
  • კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. 
  • აღიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების-მთავრობის
  • კონფლიქტით დაზარალებული თემების უსაფრთხოების საკითხების მოგვარება. 
  • დემოკრატიული მმართველობისა და მედიის განვითარების ხლეშეწყობა. 
  • ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაზრდა კონფლიქტის მშვიდოებიანი გზით მოგვარების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას. 
  • ინფრასტრუქტურის აღდგენა და განვითარება, განსაკუთრებით ადმინისტრაციული გამოყოფი ზოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და დანაწევრებულ თემებს შორის ურთიერთობის აღდგენის პროცესზე.

შედეგები ამ დროისთვის



UNDP Georgia conflict
გეგმიური სამედიცინო გამოკვლევა სოფელ ნიქოზის კლინიკაში. 2012წ. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

COBERM-ის ხელშეწყობით განხორციელებული პრაქტიკული ინიციატივები და ფართო თანამშრომლობა ქართულ, აფხაზურ, ოსურ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადასტურებს, რომ ამ მექანიზმის გამოყენება მეტად ეფექტურია კონფლიქტის მოგვარების საქმეში ინოვაციური მიდგომების დასანერგად.

2010-2015 წლებში COBERM-ის ფარგლებში განხორციელდა 130-ზე მეტი პროექტი. მათ შორის: ახალგაზრდული საზაფხულო სკოლები, სამშვიდობო ჟურნალისტიკა, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინიციატივები, ერთობლივი პროგრამები ფერმერებისთვის, მკვლევარებისა და მწერლებისათვის. 

COBERM-ის მესამე ფაზა დაიწყო 2016 წლის იანვარში და გაგრძელდება 2018 წლის ბოლომდე. 

 

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი
EURO 5.5 million

დახარჯული თანხა

2014 US$ 3,194,044.41
2013 US$ 2,876,985.04
2012 US$   259,033.27
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2016
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2018
გეოგრაფიული დაფარვა:
საქართველო
პარტნიორები:
არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები
ბიუჯეტი:
EURO 5.5 million
დონორი:
ევროკავშირი
ვებ გვერდი
COBERM.NET
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
thumbnail

   

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი

ირინა ლიჩეკი
პროექტის მენეჯერი
coberm@undp.org

მისამართი

მირცხულავას ქუჩა #6
თბილისი 0179 საქართველო
ტელ: +995 32 2224751

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი
პროგრამების ხელმძღვანელი
natia.natsvlishvili@undp.org