ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)

მიმოხილვა

 მშვიდობის საზაფხულო სკოლის მონაწილეები. ფოტოს ავტორი: UNDP

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. COBERM-ი მხარს უჭერს სწრაფად განხორციელებად და კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.

რას ვაკეთებთ

COBERM-ი დაიწყო 2010 წლის მაისში. პროგრამის ორი ფაზა განხორციელდა 2010 – 2015 წლებში, ხოლო მესამე ფაზა დაიწყო 2016 წლის იანვარში და გაგრძელდება 2018 წლის ბოლომდე. 

საგრანტო პროგრამის მეშვეობით COBERM-ის მხარს უჭერს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებსა და საქმიანობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებისა და კონფლიქტით დაზარალებული თემების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. 

2010-2015 წლებში განხორციელებული პირველი ორი ფაზის შედეგად COBERM-მა ხელი შეუწყო 137 ადგილობრიცი ინიციატივის განხორციელებას.

COBERM-ის მთავარი მიზნებია:

  • ადამიანებს შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერა.
  • მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი გარემოს შექმნის მხარდაჭერა.  
  • ჰუმანიტარული დახმარებისა და დიალოგისაკენ მიმართული ინიციატივების ურთიერთშემავსებლობის გაძლიერება.

შედეგები ამ დროისთვის



UNDP Georgia conflictგეგმიური სამედიცინო გამოკვლევა სოფელ ნიქოზის კლინიკაში. 2012წ. ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

COBERM-ის, როგორც ნდობის აღდგენის მექანიზმის, გამოყენება მეტად ეფექტურია კონფლიქტის მოგვარების საქმეში ინოვაციური მიდგომების დასანერგად. ამას ადასტურებს პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული პრაქტიკული ინიციატივები და ფართო თანამშრომლობა ქართულ, აფხაზურ, ოსურ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2010-2015 წლებში განხორციელებული პირველი ორი ფაზის შედეგად COBERM-მა ხელი შეუწყო 137 ადგილობრიცი ინიციატივას ნდობის აღდგენისათვის პრიორიტეტულ სფეროებში:

  • ახალგაზრდების განათლება
  • სახალხო დიპლომატია, დიალოგი და კვლევა
  • ყველაზე მოწყვლადი თემების საცხოვრებელი პირობებისა და შემოსავლების გაუმჯობესება
  • კულტურული თანამშრომლობა
  • ეროვნული უმცირესობები
  • ქალთა მონაწილეობის გაძლიერება
  • ჰუმანიტარული დახმარება და ჯანდაცვა
  • სათემო მობილიზაცია
  • ქმედითუნარიანობის გაზრდა
  • ინოვაციები

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ COBERM-ის ვებ-გვერდს.

 

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი
EURO 5.5 million

დახარჯული თანხა

2014 US$ 3,194,044.41
2013 US$ 2,876,985.04
2012 US$    259,033.27

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი