ჩვენს შესახებ

 Georgia youth
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ იდეების კონკურსში ღია პარლამენტის ხელშეწყობისთვის.ფოტო: დარო სულაკაური/UNDP. 2015

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა 1993 წელს. ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის მთავრობასთან ერთად, ვუზრუნველყოთ ქვეყნის განვითარება.

როგორც ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აერთიანებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების თანამონაწილის ცოდნასა და გარე დამკვირვებლის ობიექტურობას. მისი ვალდებულებაა გაავრცელოს ცოდნა, გამოცდილება და რესურსები, რათა ადამიანებსა და საზოგადოებებს დაეხმაროს ცხოვრების გაუმჯობესებაში.

ჩვენი მიზნები

სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს ოთხ ძირითად სფეროში:

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ჩვენი ყველა პროგრამის პრიორიტეტია.

შედეგები

გაეროს განვითრების პროგრამა საქართველოში არაერთი წარმატებული რეფორმის განხორციელების თანამონაწილეა. მათ რიცხვში შედის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაში თანადგომა, და კონფლიქტის მიერ დაყოფილ თემებში ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ არსებულ გამოწვევებს და ვაგრძელებთ თანამშრომლობას მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს

გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განვითარების პროცესის ყველა ეტაპზე: პროგრამის ჩამოყალიბება, შეფასება და ახალი ასპექტების დამატება.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და მხარს ვუჭერთ დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ეკონომიკური განვითარებას, ეროვნული პრიორიტეტების შესრულებას. ასევე, ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან: არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, მედიასთან, კერძო სექტორთან.

Current Staff Count for Georgia

Contract TypeSub Total
Service Contract 68
UN Volunteers 1
UNDP Staff 32
Total 101
გაეროს მუდმივი კოორდინატორის წლიური ანგარიში
მოგვნახეთ სოციალურ მედიაში