6 მსოფლიო თანამშრომლობა განვითარებისთვის

UNDP Georgia youth
ქართველი და რუმინელი ახალგაზრდები საერთაშორისო ფესტივალზე ბორჯომში. ივნისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველო ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნების რიცხვში შედის. მისი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაოდენობრივ შეზღუდვებს, არც სხვა სახის არასატარიფო ბარიერებს.

2000 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (მსო), რის შემდეგაც,  ორგანიზაციის ვალდებულებებთან ქვეყნის საბაჟო რეჟიმის ჰარმონიზირების პროცესი დაიწყო.
მსო-ში გაწევრიანების შედეგად, გაუქმდა ჯექსონ ვანიკის შეზღუდვა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ხელშემწყობი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. მოგვიანებით, ქვეყანა გახდა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის ბენეფიციარი. ევროკავშირმა საქართველოს მოუხსნა არა-საბაზრო ეკონომიკის სტატუსი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას. ამასთან ერთად, 1995 წელს ევროკავშირმა გააფართოვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი (GSP+), რაც ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო მოსაკრებელის გარეშე 7,200 სახეობის ქართული პროდუქტის შესვლას გულისხმობს. ქართული პროდუქტის (ღვინო, მინერალური წყლები) რუსულ ბაზარზე დაბრუნდა.

2011 წელს საქართველო გახდა 135–ე ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად შეუერთდა პარიზის დეკლარაციას დახმარების ეფექტურობაზე და აკრას სამოქმედო გეგმას.

1.19 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. ღია, წესებზე დამყარებული, არადისკრიმინაციული სავაჭრო და ფინანსური სისტემის განვითარება
    • განვითარებადი ქვეყნების მეტი წვდომა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე
    • ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის დაბალი ტარიფების შემოღება, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე
  2. ნაკლებად განვითარებული ქვეყნების საჭიროებებზე რეაგირება
    • ოფიციალური განვითარების დახმარება
    • ორმხრივი და ოფიციალური განვითარების დახმარების პროგრამის წილი სოციალურ მომსახურებაში (დაწყებითი განათლება, პირველადი ჯანდაცვა, კვება, წყალი და სანიტარია)
    • ორმხრივი ოფიციალური განვითარების დახმარების წილი
    • ბაზრებზე წვდომა
    • დავალიანების მდგრადობა
  3. ხმელეთით გარშემორტყმული და პატარა კუნძულ-სახელმწიფოების საჭიროებებზე რეაგირება
    • ოფიციალური განვითარების დახმარების წილი ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყნების მთლიან ეროვნულ შემოსავალში
    • ოფიციალური განვითარების დახმარების წილი პატარა კუნძულებზე არსებული სახელმწიფოების მთლიან ეროვნულ შემოსავალში
    • ორმხრივი ოფიციალური განვითარების დახმარების წილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დონორების მხრიდან
    • ბაზარზე წვდომა
    • დავალიანების მდგრადობა
  4. განვითარებადი ქვეყნების დავალიანებების ეფექტური გადაწყვეტა
    • ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც მიაღწიეს გადაწყვეტილებას და დაასრულეს პროცესი მაღალი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნების ინიციატივების ფარგლებში(HIPC)
    • ვალების ჩამოწერა HIPC და MDRI ინიციატივების ფარგლებში
    • დავალიანების მომსახურების დაფარვა ექსპორტისა და სერვისის სფეროსაგან მიღებული შემოსავლებით
  5. ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობით, აუცილებელი წამლების მიწოდება განვითარებად ქვეყნებში
    • მოსახლეობის წილი, რომელსაც გააჩნია წვდომა აუცილებელ წამლებზე
  6. კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით, უახლეს ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო გავრცელების მხარდაჭერა
    • სატელეფონო ხაზები 100 ადამიანზე
    • ფიჭური კავშირის მოხმარება 100 ადამიანზე
    • ინტერნეტის მოხმარება 100 ადამიანზე