6 აივ/შიდსთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა


ათასზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო საქართველოს რეგიონებში გამართულ საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ეძღვნებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და შიდსის პრევენციის თემას. ივნისი 2009. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველო არ მიეკუთვნება აივ-ინფექციის მაღალი გავრცელების ქვეყანას, თუმცა აივ ინფიცირებულების რიცხვი თანდათანობით იზრდება. შიდსის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2011 დეკემბერს, დაავადების 3 080 შემთხვევა დაფიქსირდა (აქედან 2,268 მამაკაცი და 812 ქალი). ამავე წელს, 680 ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებით.

ამჟამად,საქართველო მუშაობს მალარიის ხელახალი გავრცელების საშიშროების შემცირებისთვის. 2011-სა და 2012 წლებში ამ დავაადების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით,  2000 წლიდან ტუბერკულოზის შემთხვევები და სიკვდილიანობა ქვეყანაში საგრძნობლად იკლებს, თუმცა დაავადებულთა რიცხვი კვლავ შედარებით მაღალია. 2011 წელს ტუბერკულოზის სიხშირის ნიშნული 123.4-ს შეადგენდა, ხოლო  ავადობის 94.2-ს. საქართველოში, ასევე, დგას მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის პრობლემა. 2008 წელს, შემოღებულ იქნა ამ დაავადების კონტროლის სისტემა, 2009 წლიდან კი  მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. ტუბერკულოზი კვლავაც გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება პენიტენციურ სისტემაში.

1.18 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. აივ/შიდსის გავრცელების შეჩერება
    • აივ ინფექციის გავრცელება 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში
    • მოსახლეობის წილი, რომელიც იყენებს პრეზერვატივს სახიფათო სექსუალური კავშირის დროს
    • მოსახლეობის წილი, რომელსაც აქვს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია აივ ინფექციასა და შიდსზე
    • 10-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში ობლებისა და ოჯახის მქონე მოზარდების სკოლაში სიარულის თანაფარდობა
  2. 2010 წლისათვის, საყოველთაო ხელმისაწვდომობა აივ ინფექციისა და შიდსის მკურნალობაზე
    • აივ ინფექციით დავაადებული მოსახლეობის წილი, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ანტირეტროვირალური პრეპარატები