6 ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება

UNDP Georgia children health
სამედიცინო შემოწმება ნიქოზის გარემონტებულ კლინიკაში. აპრილი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2005 წელს, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 19.4 შეადგენდა, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი შემცირდა, 12.0 ნიშნულამდე ჩამოვიდა; ანალოგიურად, ჩვილთა სიკვდილიანობის დონემაც დაიკლო: 2005 წელს - 18.1, ხოლო 2011 წელს - 11.0.

პოზიტიური ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებით შეიძლება აიხსნას. რეფორმის შედეგად, გარემონტდა და აღიჭურვა საავადმყოფოები, შემოიღეს ახალი მიმართულებები, გაიზარდა საბავშვო პროგრამებზე სახელმწიფო დაფინანსება, უფრო ხელმისაწვდომი გახდა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

წყარო: წლიური გამოცემა, ჯანმრთელობა და ჯანდაცვა, საქართველო 2012, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

რას აკეთებს UNDP საქართველოში

მიზნები
  1. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირება
    • 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის კოეფიციენტი
    • ჩვილ ბავშვებში სიკვდილიანობის კოეფიციენტი
    • ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში წითელას იმუნიზაციის წილი