6 ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება

UNDP Georgia children health
სამედიცინო შემოწმება ნიქოზის გარემონტებულ კლინიკაში. აპრილი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თუ 2005 წელს, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 19.4 შეადგენდა, 2011 წელს ის 12.0 ნიშნულამდე ჩამოვიდა; ანალოგიურად, ჩვილთა სიკვდილიანობის დონეც შემცირდა: 2005 წლის 18.1 -დან 2011 წელს ის 11.0-მდე. პოზიტიური ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებით შეიძლება აიხსნას. რეფორმა შეეხო საავადმყოფოების რეაბილიტაციას (ახალი აღჭურვილობა და ტექნოლოგიები), ახალი მიმართულებების შემოღებას, საბავშვო პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

წყარო: წლიური გამოცემა, ჯანმრთელობა და ჯანდაცვა, საქართველო 2012, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

რას აკეთებს UNDP საქართველოში

1.44 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირება
    • 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის კოეფიციენტი
    • ჩვილ ბავშვებში სიკვდილიანობის კოეფიციენტი
    • ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში წითელას იმუნიზაციის წილი