6 გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები

UNDP Georgia gender
ქალი ფერმერები პანკისის ხეობიდან ტრეინინგზე. მაისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორების კუთხით, მათ შორის, ქალის წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის ვალდებულებების შესასრულებლად...

2010 წლის მარტში, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი „ გენდერულ თანასწორობაზე“ და შეიმუშავა ეროვნული მოქმედების გეგმა. გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო თავდაპირველად დროებითი იყო, თუმცა 2010 წლის მარტიდან მუდმივმოქმედი ორგანო გახდა.
ბოლო წლების პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავ არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში და ხშირად ეკონომიკურად დაუცველნი არიან. გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყნიდან 71 ადგილს იკავებს.

2013 წლის ივნისის მონაცემებით, პარლამენტში ქალების 10 პროცენტია წარმოდგენილი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში- 11. 19 მინისტრებიდან, მხოლოდ სამია ქალი.
2009 წელს, საშუალო თვიური ხელფასი ქალებისთვის ეკონომიკის ყველა სექტორში შეადგენდა მამაკაცების ხელფასის 54 პროცენტს. (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო).

მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, გაერო მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის, ქალთა უფლებების დაცვის და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში. რეალური შედეგი მიიღწევა მხოლოდ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით.

რას აკეთებს UNDP საქართველოში

1.33 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. 2005 წლისთვის დაწყებით და საშუალო განათლების სისტემაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა, 2015 წლისთვის კი, განათლების სისტემის ყველა დონეზე
    • გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა დაწყებით, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში
    • ქალთა დასაქმების წილი, სოფლის მეურნეობის სექტორის გარდა
    • ეროვნულ პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობა