6 დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა

UNDP Georgia educational professional
ფოთის პროფესიული კოლეჯი. ივნისი 2012. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

საქართველოში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. 2005 წელს, ბერგენის სამიტზე საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005-2006 წლებში გამოსცა რამდენიმე ბრძანებულება, რომელიც უზრუნველყოფს ბოლონიის პრინციპების დანერგვას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში. 2006 წელს უმაღლესი განათლების კანონში შეტანილმა ცვლილებებმა გააღრმავა ბოლონიის პროცესი საქართველოში.

საქართველო ძალისხმევას არ იშურებს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროს რეფორმირების კუთხით. 2006 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა შესაბამისი რეფორმის სტრატეგია, თუმცა იმ პერიოდისათვის პროფესიული კოლეჯების მხოლოდ 10 პროცენტი  ფუნქციონირებდა, ხოლო სწავლის სტანდარტები, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა სასურველისგან შორს იყო. 2007 წელს მთავრობამ დასაქმება და სიღარიბის აღმოფხვრა საკუთარი საქმიანობის განმსაზღვრელ ფაქტორებად დაასახელა. 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ამ პრობლემების მოგვარება კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

გაეროს განვითარების პროგრამა, ეკონომიკური განვითარების პროგრამის საშუალებით, ეხმარება საქართველოს, განახორციელოს პროფესიული განათლების სისტემური რეფორმა და განავითაროს გადამზადების სისტემა, რომელიც პასუხობს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებს. გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, ეხმარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეიმუშავოს ყოვლისმომცველი სტრატეგია საგანმანათლებლო სტანდარტების შემოღებისა და კოლეჯების/ცენტრების აღჭურვისთვის.

რას აკეთებს UNDP საქართველოში

  • ნინო ნარმანია სასწავლო საამქროში. ფოტო: დარო სულაკაურიi/UNDP

    განათლება მომავლისთვის

    ნინო ნარმანია ფოთის პროფესიული კოლეჯის "ფაზისის" სტუდენტია. ლამაზი ტანსაცმლის შექმნა მისი საყვარელი საქმეა. ადრე ამისთვის მხოლოდ მაკრატელსა და საკერავ მანქანას იყენებდა. მაგრამ კოლეჯში სწავლისას აღმოაჩინა, რომმეტი

  • მუსა უსმანოვი ფეხსაცმლის სახელოსნოში: ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

    ცოდნის ძირი

    იზოლდა ქიტესაშვილი წარმატებული ფერმერია. კოტეხში მისი ხეხილის ბაღის, ხილისა და კენკროვანების მოსავლის სანახავად ბევრი დადის და მისგან სოფლის მეურნეობის ახალ მეთოდებსაც სწავლობს. ჯერ კიდევ ორი წლისმეტი

1.28 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. 2015 წლისთვის საყოველთაო დაწყებითი განათლება
    • დაწყებითი განათლების გავრცელების კოეფიციენტი
    • პირველკლასელი მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც სრულად გაივლიან დაწყებით სკოლას
    • წიგნიერების დონე 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალებში და მამაკაცებში