6 უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა

Georgia poverty farmer
ფერმერი კახეთის რეგიონში. სექტემბერი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

სიღარიბის დაძლევა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. მიუხედავად ფართომასშტაბიანი რეფორმებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანაში სიღარიბის დონემ მხოლოდ მცირედით დაიკლო.

2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საგრძნობლად შეანელა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი. თუმცა 2010 წლიდან, ამ კუთხით დადებითი ტენდენციები გამოჩნდა: 2012 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა, განსხვავებით 2011 წლისგან, როდესაც სერიოზული დაღმასვლა შეინიშნებოდა.

მიუხედავად, ეკონომიკური ზრდისა, უკიდურესი სიღარიბის დონემ მხოლოდ მცირედით  დაიკლო (2010 წელს ის შეადგენდა 9.7 პროცენტს,  2011 წელს კი 9.2 პროცენტს). სიღარიბის დონე კი გაიზარდა 2010 წელს არსებული 22.7-დან 23 პროცენტამდე (2011 წელი).

საქართველოში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. 2011 წელს უმუშევრობის დონე 15.1 პროცენტი იყო, ახალგაზრებს შორის კი 30. (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო). ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტების გამოკითხვების თანახმად, 2012 წელს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი საკუთარ თავს მიიჩნევს დაუსაქმებლად.

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევებით, მოსახლეობის 70 პროცენტზე არის ეკონომიკურად ან სოციალურად მოწყვლადი.

გაეროს განვითარების პროგრამა ეკონომიკური განვითარების პროგრამის საშუალებით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მდგრადი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიების შემუშავებასა და ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში.



რას აკეთებს UNDP საქართველოში

  • თენგიზ მიქელაძე მოცვის ნაკვეთში. ივნისი 2014 ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

    მომავლის ფერმერი

    “სუფთა ჰაერი, მიწის სუნი, მოსავლის მოლოდინი - ფერმერის ბედნიერება ეს არის“, - ამბობს სოფელ ბუთურაულის მკვიდრი თენგიზ მიქელაძე.   თენგიზისთვის ფერმერობა საყვარელი საქმეა. ნერგებს დიდი სიყვარულითამეტი

  • მუსა უსმანოვი ფეხსაცმლის სახელოსნოში: ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

    ცოდნის ძირი

    იზოლდა ქიტესაშვილი წარმატებული ფერმერია. კოტეხში მისი ხეხილის ბაღის, ხილისა და კენკროვანების მოსავლის სანახავად ბევრი დადის და მისგან სოფლის მეურნეობის ახალ მეთოდებსაც სწავლობს. ჯერ კიდევ ორი წლისმეტი

1.19 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. მოსახლეობის იმ კატეგორიის რიცხვის განახევრება, რომელიც დღეში 1 დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს
    • წილი მოსახლეობისა, რომელიც ცხოვრობს დღეში 1 დოლარზე ნაკლებ თანხაზე
    • სიღარიბის კოეფიციენტი
    • მოხმარებაში უღარიბესი კვინტილის წილი ქვეყნის მასშტაბით
  2. დასაქმება და კარგი სამუშაო პირობები ყველას, მათ შორის, ქალებს და ახალგაზრდებს
    • დასაქმებულ ადამიანზე მშპ-ს ზრდის კოეფიციენტი
    • დასაქმებისა და მოსახლეობის თანაფარდობა
    • დასაქმებული მოსახლეობის რიცხვი, რომელიც დღეში 1 დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს
    • თვითდასაქმებულთა და შიდა მეურნეობაში დასაქმებულთა წილი
  3. მოსახლეობის იმ კატეგორიის რიცხვის განახევრება, რომელიც შიმშილობს
    • 5 წლამდე ასაკის მცირე წონიანი ბავშვების წილი
    • მოსახლეობის იმ კატეგორიის წილი, რომელიც ვერ იღებს აუცილებელ კალორიებს