ნახშირბადის მარაგი და წყლის ბალანსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. 2014
ნახშირბადის მარაგი და წყლის ბალანსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. 2014
1 February 2016
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორის ზემოქმედებით, აქ განსხვავებული არიდული ლანდშაფტია: უდაბნოს, ნახევრად-უდაბნოს, სტეპური, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფოთლოვანი ტყის ზონები.
ნახევრად-უდაბნოს ტერიტორია ინტენსიურად გამოიყენება საძოვრებისათვის, თუმცა გადაძოვება უდიდეს პრობლემად რჩება როგორც ადგილობრივი ეკო-სისტემისთვის, ასევე ფერმერებისათვის. კვლევა შეისწავლის ნახშირბადის მარაგებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ადგენს მიწის ნაყოფიერებასა და საძოვრების წყლის ბალანსის მოდელირებას. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია საძოვრების რეაბილიტაციისა და მდგრადი მართვის მეთოდების შემოღებისათვის.