ჰაბიტატების მონიტორინგის ევროპული მიდგომები

ჰაბიტატების მონიტორინგის ევროპული მიდგომები

25 September 2018

ბროშურაში აღწერილია ჰაბიტატების მონიტორინგის ევროპული მიდგომები ევროკავშირის ჰაბიტატის დირექტივის შესაბამისად. 

1992 წელს ევროსაბჭომ მიიღო დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის შესახებ. შემოკლებით მას „ჰაბიტატების დირექტივას“ უწოდებენ. ეს დირექტივა („ფრინველთა დირექტივასთან“ ერთად) ევროკავშირის ბუნებისდაცვითი პოლიტიკის ქვაკუთხედია და იგი მიზანად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვას ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური სახეობების კონსერვაციის გზით.

დირექტივა მოითხოვს მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების აღდგენას და მათი სახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობის (კონსერვაციული სტატუსის) შენარჩუნებას.

ბროშურა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით.