კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და რისკის ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის შეფასება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში

English

pdf (1MB)

Download

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და რისკის ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის შეფასება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში

16 November 2018

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში კლიმატის ცვლილების ადაპტაციასა და კატასტროფების რისკის ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებული პრაქტიკის შეფასება დაეფუძნა არსებული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოსა და მოძიებული დოკუმენტაციების (საკანონმდებლო აქტები, პოლიტიკის დოკუმენტები, სტრატეგიები, პროექტების მასალები და ა.შ.) მიმოხილვას და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების/შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს. წინამდებარე ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი კვლევის შედეგად გამოკვეთილი მნიშვნელოვანი საკითხები და რეკომენდაციები.

შეფასება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ‒ შავი ზღვის ეკოაკადემიის (BSEA), გარემო და გავითარების (ED) და ბრიჯ ‒ ინოვაცია და განვითარების მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით.