ჭაჭუნას ტერიტორიაზე საძოვრების გამოყენების მიზანშეწონილობის ანალიზი

23 აპრილი 2014
image

კვლევა, რომელიც მომზადებულია დედოფლისწყაროს რაიონში ჭაჭუნას ტერიტორიებზე საველე სამუშაოების ჩატარების შედეგად, მიმოიხილავს ამ ტერიტორიაზე მდებარე საძოვრების გამოყენების მიზანშეწონილობას ამჟამად გამოყენებულ საძოვრებთან შედარების პარალელურად. კვლევაში, ასევე, მოყვანილია მცენარეული საფარის კვლევის შედეგები. კვლევის პერიოდში, გამოიკითხა ოთხი ადგილობრივი ფერმერი და ხუთი ადგილობრივი მეცხვარე შემდეგი საკითხების გამოსარკვევად: საძოვრების საკუთრების უფლების დოკუმენტების არსებობა; მცენარეული საფარი და მისი განლაგება ტერიტორიაზე; ტერიტორიების გეოგრაფიული მდებარეობა; ინფრასტრუქტურა; სამიგრაციო მარშრუტების არსებობა თუშეთისა და ნინოწმინდის ზაფხულის საძოვრების მიმართულებით; მეცხვარების და ფერმერების რაოდენობა, სქესი, მათ საკუთრებაში მყოფი პირუტყვის რაოდენობა; მეცხვარეების და ფერმერების დამოკიდებულება ამ საძოვრების მიმართ და მრავალი სხვა.

    • ჭაჭუნას ტერიტორიაზე საძოვრების გამოყენების მიზანშეწონილობის ანალიზი English