საზოგადოების დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში

25 ნოემბერი 2013
image

კვლევის მიზანია საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში; განსაკუთრებით, ქალების მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში.

კვლევითი პროექტი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1760 ინტერვიუ მთელი საქართველოს მასშტაბით. თვისებრივი კვლევის ფარგლებში, ქალაქსა და სოფლად მაცხოვრებელმა ქალებმა მონაწილეობა მიიღეს 16 ფოკუს ჯგუფში (8 - სამეგრელოში,8-კახეთში.)

კვლევა ჩაატარა კომპანია "ეისითი"-მ გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში.

 

 

    • საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე English | ქართული