საქართველოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შესახებ. 2018

საქართველოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შესახებ. 2018

5 December 2018

პუბლიკაციების ნაკრები მოიცავს სახელმძღვანელოს „საქართველოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შესახებ“, დამხმარე სახელმძღვანელოს „საჯარო მოხელეთა თვითშეფასება, შეფასების დიალოგი და პროფესიული განვითარება“ და კვლევას „შეფასების სისტემისადმი საჯარო მოხელეთა დამოკიდებულების შესწავლა საჯარო სამსახურში“.

პუბლიკაციების მიზანია, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასებისას მეთოდოლოგიური მხარდაჭერა გაუწიოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებსა (შემფასებლებს) და შეფასებას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეებს. სახელმძღვანელოები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შეფასების მიზანი და მნიშვნელობა, შეფასების მეთოდები, შეფასების პროცესი და ვადები, ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობები, ქულათა დათვლის პრინციპი, გასაჩივრების წესი და განვითარების გეგმის შედგენა.

პუბლიკაციები მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid -ის ხელშეწყობითა და საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით.