საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის ანალიზი. 2017

საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის ანალიზი. 2017

5 December 2017

გენდერული ზეგავლენის ანალიზი (გზა) მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ  როგორ აისახება კონკრეტული პოლიტიკა თუ კანონმდებლობა ქალებსა და კაცებზე და როგორ შეიძლება ამ პოლიტიკის გამოყენება გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ანალიზი 2017 წელს განხორციელდა. გენდერული ზეგავლენის შეფასება ჩაატარა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივისა (GGI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.