სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად

English

pdf (1MB)

Download

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად

14 December 2018

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად“ წარმოადგენს 12 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის 16 ინიციატივას, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის რეფორმის საკვანძო საკითხების კვლევას და შესაბამისი გადაწყვეტების შემუშავებას, მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტულ სფეროებში. შერჩეული ინიციატივები დაკავშირებულია საჯარო მმართველობის სფეროს სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან, დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დღის ცენტრების სტანდარტების გაუმჯობესებით, დამთავრებული საქართველოს საჯარო სექტორში „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიის პოტენციური სარგებლის ანალიზით.  

შერჩეულ ორგანიზაციებს შორის, არიან არასამთავრობო, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციები, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან. კერძოდ: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), “იარე ფეხით”, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი, ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სოციალური პრაქტიკის შესწავლის ცენტრი და გორის საინფორმაციო ცენტრი.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების  შერჩევა მოხდა საგრანტო კონკურსის გზით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.