2008–2013 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების კვლევა

ქართული

pdf (1MB)

Download

2008–2013 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების კვლევა

19 May 2014

კვლევის მიზანია 2008-2013 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაწეული რეკომენდაციების შესწავლა და ანალიზი, უფრო კონკრეტულად კი, იმის დადგენა თუ რამდენად ასრულებდნენ შესაბამისი საჯარო უწყებები მიღებულ რეკომენდაციებს.

სახალხო დამცველის ინსტიტუტის შექმნიდან დღემდე არაერთი რეკომენდაცია გაიცა სხვადასხვა უწყების მისამართით, რადგან სწორედ რეკომენდაციაა საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი ინსტრუმენტი საჯარო უწყებათა მიმართ, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები.

კვლევის პირველ ნაწილში მიმოხილულია სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გამოვლინდა კვლევის შედეგად, და მოცემულია შესაბამისი რაოდენობრივი ინფორმაცია. კვლევის შემდეგი ნაწილები ეძღვნება გამოვლენილი სამართლებრივი პრობლემების განხილვას რეკომენდაციათა ანალიზის ფარგლებში. ბოლო ნაწილი ეთმობა შესაბამის რეკომენდაციებსა და პრობლემურ სიტუაციათა გადაჭრის მექანიზმების დადგენას.