ჩვენი საქმიანობა

გარემოს დაცვა & ენერგეტიკა

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქმიანობა მოიცავს იმ ძირითად სფეროებს, რომლებიც გარემოს დაცვას და ბუნებრივი კატასტროფების მართვას უკავშირდება. მათ შორისაა განახლებადი ენერგიის გამოყენება, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, დეგრადირებული საძოვრების აღდგენა, ნარჩენების ეფექტური მართვა, მდგრადი ურბანული განვითარება და გარემოს დამაზიანებელი ნივთიერებების გამოყენების ეტაპობრივი აღმოფხვრა.

კატასტროფათა მართვის საკითხებში UNDP მხარს უჭერს ეფექტიანი პოლიტიკისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფების, მათ შორის მიწისძვრების, წყალდიდობების, მეწყერისა და ურბანული და ტექნოლოგიური კატასტროფების შედეგებით გამოწვეული რისკების შემცირებასა და მართვას. 

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გარემოსდაცვითი ინვესტირება სასარგებლოა როგორც ადამიანებისათვის, ასევე ეკონომიკისათვის

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებისათვის საჭირო ზომების გატარება საქართველოს 2021-2030 წლებში, სავარაუდოდ, 1.5 – 2  მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ასეთ ზომებს არ მიიღებს, მისი ზარალი დროის ამავე მონაკვეთში გაცილებით მეტი იქნება და 10-დან 12-მდე მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ასეთია საქართველოში ადგილობრივად ჩატარებული შეფასებების დასკვნები და პარიზის შეთანხმებაში „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (INDC) დოკუმენტში ასახული მონაცემები.  

საქართველოში რისკების მართვა კვლავაც რეაქტიულ ხასიათს ატარებს და უკვე გამოვლენილ რისკებზე რეაგირებას გულისხმობს. ასეთი მიდგომის შედეგია როგორც ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა კომპენსაციებისა და კატასტროფის შემდგომი აღდგენის მაღალი ხარჯები, ასევე ეკომიგრანტების რიცხვის ზრდა. 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს საქართველოს შეიმუშაოს კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი პოლიტიკა და დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემები. 2018 წელს კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) დაამტკიცა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენებისა და ადრეული შეტყობინების პროექტი, რომლის მიზანია სისტემურად შეცვალოს კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა საქართველოში რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უშუალო ჩართულობით.

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

პასუხისმგებლიანი წარმოება და მოხმარება

საქართველოში სწრაფად იზრდება ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ბაზარი. 2016 წელს ბაზრის მოცულობამ  14.6 ათას ტონას მიაღწია, ხოლო 2027 წლისათვის სავარაუდოდ 52 ათას ტონამდე გაიზრდება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველო ოთხჯერ ნაკლებ ნარჩენ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს მოიხმარს. ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 4.6 კგ ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა მოდის, ხოლო ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 18.7 კგ-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველო უკვე დადგა ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის თანამედროვე კონცეფციის დანერგვის აუცილებლობის წინაშე. ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიან მოხმარებასა და წარმოებას და ადამიანისა და გარემოს დაცვას ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებში არსებული სახიფათო ნივთიერებების მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც მათი არასათანადოდ  განთავსებისას აქტიურდება.

ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ნარჩენების მართვის ახალ კოდექსში, რომელიც 2014 წელს დამტკიცდა და ძალაში 2019 წლის დეკემბერს შევა.

კოდექსი განსაზღვრავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) კონცეფციას ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და სათანადო განთავსებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, ახალ ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შექმნას.

UNDP და შვედეთის მთავრობა ეხმარებიან საქართველოს ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავებაში, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) მოდელების პილოტირებაში და ყველა დაინტერესებული მხარის - მთავრობის, ბიზნესისა და საზოგადოების ინფორმირებაში ნარჩენების მართვის სარგებლობის შესახებ. 

ფოტოს წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

კოლხური ტყეების გადარჩენა

დასავლეთ საქართველოსა და მეზობელ თურქეთში განლაგებული დაცული ტერიტორიები - მაჭახელა, მტირალა, კინტრიში და ჯამილი - ერთად ქმნიან უნიკალური კოლხური ტყეების შესანარჩუნებლად დაფუძნებული ოთხი დაცული ტერიტორიის ჯაჭვს. მდიდარი ბიომრავალფეროვნება, ულამაზესი გარემო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვე განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ეკოტურიზმის განვითარებისათვის.

ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის შესანარჩუნებლად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)  და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ხელს უწყობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას და საქართველო-თურქეთის თანამშრომლობას ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით.

ფოტოს წყარო: UNDP

წყალდიდობის მართვა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები, მათ შორის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყერი და სხვა, საქართველოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. 

2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს დედაქალაქს, 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 280 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა და მნიშვნელოვნად დააზიანა ურბანული ინფრასტრუქტურა ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

მდინარე რიონის აუზი ასევე წყალდიდობის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა, რაც მუდმივ საფრთხეს უქმნის 200 ათას ადგილობრივი მაცხოვრებელს.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით, რიონის აუზში დაინერგა ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა, გაბიონებისა და ტყის გაშენების მეშვეობით გამაგრდა მდინარის ნაპირები და შეიქმნა ზონირების გეგმა კლიმატისადმი მედეგი შენობებისა და ფერმების ასაშენებლად.    

ფოტო: ვლადიმირ ვალიშვილი//UNDP

მდგრადი ქალაქები მდგრადი განვითარებისათვის

2014 წლის აღწერის თანახმად, ქართველების 50 პროცენტზე მეტი ქალაქად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვისა და დაბინძურებული გარემოს პირობებში ქვეყნის მდგრადი ურბანული განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ხელს უწყობენ საქართველოში მდგრადი ურბანული ტრასპორტის განვითარებას და სათბური გაზების ემისიების შემცირებას როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

ჩვენი ხელშეწყობით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის პილოტირება საქართველოს ყველაზე დიდ ტურისტულ ქალაქში, ბათუმში განხორციელდა. 2018 წელს ბათუმმა მიიღო თავისი პირველი სტრატეგია ურბანული ტრანსპორტის განვითარების შესახებ - ინოვაციური დოკუმენტი, რომელშიც შესულია პარკირების ახალი გეგმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობის სცენარები, ველოსნობისა და ელექტრო ტაქსების სისტემა. საქართველოსათვის ამ უნიკალური საპილოტე პროექტის განხორციელება საფუძველს ჩაუყრის ურბანული ტრანსპორტის განვითარების ახალ პერსპექტივებს.

დამატებითი ინფორმაცია

Loading…
Loading…
Loading…
Loading…

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა ესვატინი

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი

ჩადი ჩილე ჩინეთი ჩრდილოეთ მაკედონია

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი