საქართველოს შესახებ

42%

სოფლად მცხოვრები მოსახლეობა

12%

უმუშევრობა

12%

ქალი პარლამენტში

72.9

სიცოცხლის ხანგრძლივობა

26060

მდინარე

33.3%

ტყით დაფარული ტერიტორია

საქართველოს შესახებ

შესავალი

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDPფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზეა განლაგებული და უძველესი ისტორიული მემკვიდრეობითა და უნიკალური კულტურით გამოირჩევა. 

 

 

ისტორია

ისტორიული ჩანაწერები საქართველოს შესახებ 4 ათას წელზე მეტს ითვლის, ხოლო ქართული ანბანი მსოფლიოს უნიკალურ ანბანთა რიცხვში შედის. საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

საქართველო გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით. საუკუნეების მანძილზე ქვეყანაში გვერდი-გვერდ ცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსის მოსახლეობა.

თავისი ისტორიის მანძილზე საქართველო ხშირად აღმოჩენილა სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრში. მე-19-ე საუკუნეში რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა.  

საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ გამოიარა 1992-1993 წლების სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტები, 2003 წლის ვარდების რევოლუცია და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთთან.

წარმატებები

ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDPფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

2004 წლის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან  წინსვლას მიაღწია. ქვეყანამ დაიწყო ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო სექტორი, საარჩევნო ადმინისტრირება, მართლმსაჯულება და ადგილობრივი თვითმმართველობა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ დაამტკიცა სახელმწიფოს მზაობა სანდო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისათვის.

2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. 2017 წელს, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების შედეგად, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან.

გამოწვევები

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDPფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოს უმთავრეს გამოწვევებია. რეგისტრირებული სიღარიბის დონე 10.1 პროცენტს შეადგენს, ხოლო ფარდობითი სიღარიბის - 20.1 პროცენტს. უმუშევრობის მაჩვენებელი 12 პროცენტია (საქსტატი 2015).

საქართველოს პრიორიტეტული ამოცანებია სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტების მოგვარება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება და ევროკავშირთან ინტეგრაცია. 

UNDP მსოფლიო

თქვენ იმყოფებით UNDP საქართველო 
გადასვლა UNDP მსოფლიოში

ავღანეთი აზერბაიჯანი ალბანეთი ალჟირი ანგოლა არაბთა გაერთიანებული საამიროები არგენტინა

ბანგლადეში ბარბადოსი ბაჰრეინი ბელიზი ბელორუსი ბენინი ბოლივია ბოსნია და ჰერცოგოვინა ბოტსვანა ბრაზილია ბურკინა-ფასო ბურუნდი ბუტანი

გაბონი გამბია განა გვატემალა გვიანა გვინეა გვინეა-ბისაუ

დომინიკის რესპუბლიკა

ეგვიპტე ეთიოპია ეკვადორი ეკვატორული გვინეა ელ სალვადორი ერაყის რესპუბლიკა ერითრეა

ვენესუელა ვიეტნამი

ზამბია ზიმბაბვე

თურქეთი თურქმენეთი

იამაიკა იემენი ინდოეთი ინდონეზია იორდანია ირანი

კაბო-ვერდე კამბოჯა კამერუნი კენია კვიპროსი კოლუმბია კომოროსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს რესპუბლიკა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კოსოვო კოსტა-რიკა კოტ-დივუარი კუბა

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ლესოტო ლიბანი ლიბერია ლიბია

მადაგასკარი მავრიკიის და სეიშელის კუნძულები მავრიტანია მალავი მალაიზია მალდივები მალი მაროკო მექსიკა მიანმარი მოზამბიკი მოლდოვა მონტენეგრო მონღოლეთი

ნამიბია ნეპალი ნიგერი ნიგერია ნიკარაგუა

პაკისტანი პალესტინა (პალესტინის ხალხის მხარდაჭერის პროგრამა) პანამა პაპუა-ახალი გვინეა პარაგვაი პერუ

რუანდა რუსეთის ფედერაცია

სამოა სამხრეთ აფრიკა სამხრეთ სუდანი სან-ტომე და პრინსიპი საუდის არაბეთი საქართველო სენეგალი სერბეთი სვაზილენდი სიერა ლეონე სირია სომალი სომხეთი სუდანი სურინამი

ტაილანდი ტანზანია ტაჯიკეთი ტიმორ-ლესტე ტოგო ტრინიდადი და ტობაგო ტუნისი

უგანდა უზბეკეთი უკრაინა ურუგვაი

ფილიპინები

ქუვეითი

ყაზახეთი ყირგიზეთი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია

ჩადი ჩილე ჩინეთი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

წყნარი ოკენეს რეგიონი

ხორვატია

ჯიბუტი

ჰაიტი ჰონდურასი