ქალებს სჭირდებათ ტექნოლოგიები, ხოლო ტექნოლოგიებს - ქალები

8 March 2019

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

მე ნინო ნანიტაშვილი ვარ, ტექნოლოგიის ენთუზიასტი და სოციალური აქტივისტი. ვკითხულობ ლექციებს ეკონომიკის სკოლაში ISET, ვხელმძღვანელობ არასამთავრო ორგანიზაციას "ინოვაციის ხეშეწყობის ფონდი", ვარ Google-ის დეველოპერებისა Google Developers Group in Georgia და Women Techmakers წარმომადგენელი საქართველოში.

როგორც სოციალური მეცნიერებების პროფესიონალს, მჯერა, რომ ტექნოლოგიებს შეუძლია პოზიტიური სოციალური ცვლილების გამოწვევა და საზოგადოებისათვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა.

ქალებს სჭირდებათ ტექნოლოგიები, რადგან დღეს სწორედ ტექნოლოგია ქმნის ყველაზე პერსპექტიულ, გლობალურ, სწრაფად მზარდ ბაზარს, რომელიც კარგად ანაზღაურებად და შემოქმედებით საქმიანობას სთავაზობს ადამიანებს. ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, შევქმნათ სრულიად ახალი რამ და, ამავდროულად, კარგი შემოსავალიც მივიღოთ.

ბლოგის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურად